ლამარა (ლაურა) ფალელაშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა (თბილისის მე-11 საჯარო სკოლა)
Friday, October 5, 2018
Sunday, September 30, 2018
ბედნიერი და ლამაზი დღეები კლასში
კლასი მრავალიცხოვანია, ბავშვები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავიანთი შედედულებებით, მისწრაფებებითა და ინტერესებით. ერთი, რაც ყველას საერთო აქვს, ეს ერთმანეთის სიყვარულია. ერთმანეთის კარგი და წარმატებები ყოველთვის უხარიათ. კლასის დევიზია - "ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის!" გამოირჩევიან თავიანთი კრეატიულობით და ყოველთვის ცდილობენ ერთმანეთს გაულამაზონ ყოველი დღე და საათი. ერთ-ერთი ამისი დამადასტურებელი ტრადიცია კლასში არის დაბადების დღის მილოცვა და სიურპრიზების მოწყობა.
Friday, September 28, 2018
ქართული ენის შემსწავლელი წრე - "მწიგნობარი"
საწრეო მუშაობა
ქართული ენის წრე VI-VII კლ. მოსწავლეთათვის.
წრის სახელწოდება : 'მწიგნობარი'
2017-18 სასწ. წლის მეორე სემესტრში შეიქმნა ქართული ენის გრამატიკის შემსწავლელი წრე, სახელწოდებით 'მწიგნობარი'
წრეში გაერთიანებული არიან VI-VII კლასების მოსწავლეები.
წრე მუშაობს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს VI გაკ. დროს
მუშაობის ხანგრძლივობა - 1სთ.
წრეში გაერთიანებული არიან VI-VII კლასების მოსწავლეები.
წრე მუშაობს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს VI გაკ. დროს
მუშაობის ხანგრძლივობა - 1სთ.
მე-2 სემესტრის განმავლობაში წრის წევრებს 15 სამუშაო შეხვედრა ელით. თითოეული შეხვედრის სამუშაო საკითხები წინასწარ არის გაწერილი და ისინი ემსახურება მოსწავლეთა როგორც სააზროვნო, ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას.
წრის მუშაობის მიზანი:
წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება სწავლისადმი და მათი მოტივაციის ამაღლება. ასე უმნიშვნელოვანესია მათი ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწ. გეგმის მოთხოვნების მიხედვით, თითქმის ათეულ წელზე მეტია, რაც ქართული ენა და ლიტერატურა კომბინირებულად ისწავლება. მოსწავლეს არ აქვს ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო, რომელიც საშუალებას მისცემს მას ღრმად და საფუძვლიანად შეასწავლოს მშობლიური ენის არც თუ ადვილი გრამატიკა. ინტეგრირებული სწავლება ზოგადია და, ვფიქრობ, მეტი კონკრეტიკა და დროა საჭირო. ამიტომაც,გრამატიკის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს, არ დაუშვან შეცდომები წერისა და მეტყველების დროს, წრე ჯეროვან სამსახურს გაუწევს ყველას, ვისაც სურს წეროს და ისაუბროს გამართული, სალიტერატულო ქართულით.
წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება სწავლისადმი და მათი მოტივაციის ამაღლება. ასე უმნიშვნელოვანესია მათი ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწ. გეგმის მოთხოვნების მიხედვით, თითქმის ათეულ წელზე მეტია, რაც ქართული ენა და ლიტერატურა კომბინირებულად ისწავლება. მოსწავლეს არ აქვს ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო, რომელიც საშუალებას მისცემს მას ღრმად და საფუძვლიანად შეასწავლოს მშობლიური ენის არც თუ ადვილი გრამატიკა. ინტეგრირებული სწავლება ზოგადია და, ვფიქრობ, მეტი კონკრეტიკა და დროა საჭირო. ამიტომაც,გრამატიკის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს, არ დაუშვან შეცდომები წერისა და მეტყველების დროს, წრე ჯეროვან სამსახურს გაუწევს ყველას, ვისაც სურს წეროს და ისაუბროს გამართული, სალიტერატულო ქართულით.
Monday, September 24, 2018
პორტფოლიო
2020-2021 სასწავლო წელი
კალენდარული გეგმები:
თემატური გეგმები:
კომპლექსური დავალებები:
კალენდარული გეგმები:
მე-8 კლასი
მე-5 კლასი
მე-9 კლასი
მე-7 კლასი
მე-7 კლასი (მე-2 სემესტრი)
შემაჯამებელი წერის ანალიზები:
მე-7 კლასის #1
მე-7 კლასის #2
მე-7 კლასის #3
მე-8 კლასის #1
მე-8 კლასის #2
მე-8 კლასის #3
მე-8 კლასის #4
მე-9 კლასის #1
მე-9 კლასის #2
მე-9 კლასის #3
მე-9 კლასის #4
2018-2019 სასწავლო წელი
მე-12 კლასის თემატური გეგმა
მე-8 კლასის თემატური გეგმა
მე-7 კლასის თემატური გეგმა
მე-8 კლასის კალენდარული გეგმა
2018-2019 სასწავლო წლის ინდ.გეგმა (მე-8 კლასი)
ინდ.გეგმა მე-12 კლასი
შემაჯამებელი სამუშაო (მე-12)
შემაჯამებელი სამუშაო (მე-8)
შემაჯამებელი სამუშაო (მე-7)
შემაჯამებელი დავალების ანალიზი მე-12 კლასი
შემაჯამებელი დავალების ანალიზი მე-7 კლასი
შემაჯამებელი დავალების ანალიზი მე-8 კლასი
2017-2018 სასწავლო წელი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის მოსწავლეთა მომზადების პროგრამამოსწავლის ინდ.გეგმა 2017-2018 სასწ.წელი (მე-11 კლასი)
მოსწავლის ინდ.გეგმა 2017-2018 სასწ. წელი (მე-7კლ)
მოსწავლის ინდ.გეგმა, მე-11 კლასი (შეფასების შედეგები)
მოსწავლის ინდ.გეგმა, მე-7 კლასი (შეფასების შედეგები)
Wednesday, September 19, 2018
სადამრიგებლო პროგრამა
სსიპ ქ. თბილისის მე-11 საჯარო სკოლა
მე-12გ კლასი
დამრიგებელი: ლაურა ფალელაშვილი
2018-2019 სასწ.წელი
4 საიდუმლოს უნდა ფლობდეს მასწავლებელი:
- უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები;
- უსაზღვროდ უყვარდეს ის საგანი, რომელსაც ასწავლის;
- ჰქონდეს უნარი - ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს, როგორც სენი უკურნებელი;
- იყოს უაღრესად თანამედროვე, ჰქონდეს ცოდვა-მადლის, ანუ სიმართლის გაჩენისა და მოთმინების დიდი უნარი
ჩემი კლასი:
- აბაშიძე თამუნა
- ანდიაშვილი ნაზი
- ბარბაქაძე დათო
- ბასილაშვილი სოფო
- ბატკუაშვილი სოფიო
- ბულაური გიორგი
- გველესიანი ამირან
- გოგლიჩიძე ნინო
- გუბელაძე მარიამი
- დანელია ლუიზა
- დოლიძე გიორგი
- ვარსიმაშვილი ანა
- ლეთოდიანი გიორგი
- მაისურაძე ნიკა
- მეფარიშვილი ლუკა
- მორჩილაძე არჩილ
- ნავროზაშვილი ავთანდილ
- ნიჟარაძე ნანიტა
- სიმონია სალომე
- სოფრომაძე ნიკა
- სხირტლაძე ელენე
- ტოგონიძე ანა
- ფიცხელაური ლუკა
- ყიფშიძე ეთიკო
- ჩაჩუა თამაზ
- ჩიჩოელი მარიამ
- ჩიხრაძე გიორგი
- ჩოხელი სალომე
- ცაბაურაშვილი თამარ
- ჭუმბურიძე მურთაზ
- ხაბეიშვილი გიორგი
- ხეცურიანი ლუკა
- ჯიმშიტაშვილი ნიკა
ეს ჩემი მრავალიცხოვანი, მოუსვენარი, საყვარელი და ძალიან საინტერესო კლასია. გინდათ უკეთ გაიცნოთ როგორია ჩემი კლასი? მე-12გ კლასში 33 მოსწავლეა. ყველა მათგანი ინდივიდუალურია, რაც იმაში გამოიხატება, რომ განსხვავებული ზნე-ჩვეულებები, მისწრაფებები და სწავლისადმი განსაკუთრებული მიდგომებით გამოირჩევიან. უკვე მე-5 წელია ამ კლასს ვხელმძღვანელობ. ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი დავკვირვებოდი და ღრმად ჩავწვდომოდი თითოეულ მოსწავლეს, შეძლებისდაგვარად გამეგო მათი ხასიათი, თუ რა უხარიათ, რა სწყინთ, რაზე ფიქრობენ და ოცნებობენ... მე ვფიქრობ, რომ მიზანს მივაღწიე.
მათთან ურთიერთობისას მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ლოიალური ვიყო და პრობლემურ სიტუაციებში ერთად მოვნახოთ გამოსავალი, დავეხმარო და რჩევა სწორი მივცე. მათ ძალიან უყვართ ექსკურსიები, ერთად ყოფნა. არიან მეგობრულნი და მოსიყვარულენი. ყოველთვის ვცდილობ, ვიყო არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ მათი უფროსი მეგობარი, მრჩეველი, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო მათ პიროვნულ განვითარებაში.
სადამრიგებლო პროგრამა
გამომდნარე იქიდან, რომ ჩემი აღსაზრდელები უკვე გაიზარდნენ და 2018-2019 სასწ. წელი მათთვის დამამთავრებელი წელია, წელს ისინი მე-12 კლასელები არიან. მათთან მუშაობისას ძირითადი აქცენტი გაკეთდება საგამოცდო საკითხებზე. შესაბამისად ჩემ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები შეეხება სწორედ კლასისთვის გამიზნულ საგამცდო საკითხებს. აქტიურად ვთანამშრომლობ საგნის მასწავლებლებთან და მშობლებთან, რათა წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი იყოს მოსწავლეებისათვის წარმატების მომტანი.
Subscribe to:
Posts (Atom)