სსიპ ქ. თბილისის მე-11 საჯარო სკოლა
მე-12გ კლასი
დამრიგებელი: ლაურა ფალელაშვილი
2018-2019 სასწ.წელი
4 საიდუმლოს უნდა ფლობდეს მასწავლებელი:
- უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები;
- უსაზღვროდ უყვარდეს ის საგანი, რომელსაც ასწავლის;
- ჰქონდეს უნარი - ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს, როგორც სენი უკურნებელი;
- იყოს უაღრესად თანამედროვე, ჰქონდეს ცოდვა-მადლის, ანუ სიმართლის გაჩენისა და მოთმინების დიდი უნარი
ჩემი კლასი:
- აბაშიძე თამუნა
- ანდიაშვილი ნაზი
- ბარბაქაძე დათო
- ბასილაშვილი სოფო
- ბატკუაშვილი სოფიო
- ბულაური გიორგი
- გველესიანი ამირან
- გოგლიჩიძე ნინო
- გუბელაძე მარიამი
- დანელია ლუიზა
- დოლიძე გიორგი
- ვარსიმაშვილი ანა
- ლეთოდიანი გიორგი
- მაისურაძე ნიკა
- მეფარიშვილი ლუკა
- მორჩილაძე არჩილ
- ნავროზაშვილი ავთანდილ
- ნიჟარაძე ნანიტა
- სიმონია სალომე
- სოფრომაძე ნიკა
- სხირტლაძე ელენე
- ტოგონიძე ანა
- ფიცხელაური ლუკა
- ყიფშიძე ეთიკო
- ჩაჩუა თამაზ
- ჩიჩოელი მარიამ
- ჩიხრაძე გიორგი
- ჩოხელი სალომე
- ცაბაურაშვილი თამარ
- ჭუმბურიძე მურთაზ
- ხაბეიშვილი გიორგი
- ხეცურიანი ლუკა
- ჯიმშიტაშვილი ნიკა
ეს ჩემი მრავალიცხოვანი, მოუსვენარი, საყვარელი და ძალიან საინტერესო კლასია. გინდათ უკეთ გაიცნოთ როგორია ჩემი კლასი? მე-12გ კლასში 33 მოსწავლეა. ყველა მათგანი ინდივიდუალურია, რაც იმაში გამოიხატება, რომ განსხვავებული ზნე-ჩვეულებები, მისწრაფებები და სწავლისადმი განსაკუთრებული მიდგომებით გამოირჩევიან. უკვე მე-5 წელია ამ კლასს ვხელმძღვანელობ. ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი დავკვირვებოდი და ღრმად ჩავწვდომოდი თითოეულ მოსწავლეს, შეძლებისდაგვარად გამეგო მათი ხასიათი, თუ რა უხარიათ, რა სწყინთ, რაზე ფიქრობენ და ოცნებობენ... მე ვფიქრობ, რომ მიზანს მივაღწიე.
მათთან ურთიერთობისას მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ლოიალური ვიყო და პრობლემურ სიტუაციებში ერთად მოვნახოთ გამოსავალი, დავეხმარო და რჩევა სწორი მივცე. მათ ძალიან უყვართ ექსკურსიები, ერთად ყოფნა. არიან მეგობრულნი და მოსიყვარულენი. ყოველთვის ვცდილობ, ვიყო არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ მათი უფროსი მეგობარი, მრჩეველი, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო მათ პიროვნულ განვითარებაში.
სადამრიგებლო პროგრამა
გამომდნარე იქიდან, რომ ჩემი აღსაზრდელები უკვე გაიზარდნენ და 2018-2019 სასწ. წელი მათთვის დამამთავრებელი წელია, წელს ისინი მე-12 კლასელები არიან. მათთან მუშაობისას ძირითადი აქცენტი გაკეთდება საგამოცდო საკითხებზე. შესაბამისად ჩემ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები შეეხება სწორედ კლასისთვის გამიზნულ საგამცდო საკითხებს. აქტიურად ვთანამშრომლობ საგნის მასწავლებლებთან და მშობლებთან, რათა წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი იყოს მოსწავლეებისათვის წარმატების მომტანი.
No comments:
Post a Comment