Friday, September 28, 2018

ქართული ენის შემსწავლელი წრე - "მწიგნობარი"


საწრეო მუშაობა

ქართული ენის წრე VI-VII კლ. მოსწავლეთათვის.

წრის სახელწოდება : 'მწიგნობარი'
2017-18 სასწ. წლის მეორე სემესტრში შეიქმნა ქართული ენის გრამატიკის შემსწავლელი წრე, სახელწოდებით 'მწიგნობარი'
წრეში გაერთიანებული არიან VI-VII კლასების მოსწავლეები.
წრე მუშაობს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს VI გაკ. დროს
მუშაობის ხანგრძლივობა - 1სთ.
მე-2 სემესტრის განმავლობაში წრის წევრებს 15 სამუშაო შეხვედრა ელით. თითოეული შეხვედრის სამუშაო საკითხები წინასწარ არის გაწერილი და ისინი ემსახურება მოსწავლეთა როგორც სააზროვნო, ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას.
წრის მუშაობის მიზანი:
წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება სწავლისადმი და მათი მოტივაციის ამაღლება. ასე უმნიშვნელოვანესია მათი ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწ. გეგმის მოთხოვნების მიხედვით, თითქმის ათეულ წელზე მეტია, რაც ქართული ენა და ლიტერატურა კომბინირებულად ისწავლება. მოსწავლეს არ აქვს ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო, რომელიც საშუალებას მისცემს მას ღრმად და საფუძვლიანად შეასწავლოს მშობლიური ენის არც თუ ადვილი გრამატიკა. ინტეგრირებული სწავლება ზოგადია და, ვფიქრობ, მეტი კონკრეტიკა და დროა საჭირო. ამიტომაც,გრამატიკის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს, არ დაუშვან შეცდომები წერისა და მეტყველების დროს, წრე ჯეროვან სამსახურს გაუწევს ყველას, ვისაც სურს წეროს და ისაუბროს გამართული, სალიტერატულო ქართულით.

No comments:

Post a Comment