15 ოქტომბრიდან მე-11 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ლიტერატურისა და ლექსის მოყვარულთა კლუბი, რომლის უმთავრესი მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია და ლექსის ესთეტიკასთან ზიარება, მოსწავლეებში წიგენბისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა.
კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, გაერთიანდებიან მე-5; - მე-12 კლასების მოსწავლეები, რომლებიც განცხადებით მიმართვენ კლუბის კურატორს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ლამარა ფალელაშვილს და დაეთანხმებიან კლუბის წესდებას.
კლუბის მიზნები და ამოცანები
განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის
განაცხადის ფორმა მშობელთათვის
კლუბის წესდება
კლუბის წლიური სამუშაო გეგმა
კლუბის დაარსების იდეა, მისი ფუნქციონირების მნიშვნელობა და აქტუალურობა
საკლუბო მუშაობას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირების პროცესში. დღეს, მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე, ტექნიკური პროგრესის საუკუნეში, თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ის, რომ ახალგაზრდები ჩამოსცილდნენ წიგნს. უმეტესი მათგანი თავისუფალ დროს კომპიუტერთან ატარებს და აღარ რჩება დრო წიგნის წასაკითხად. ეს პრობლემა ნიშანდობლივია დღევანდელი კაცობრიბისათვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სასკოლო კლუბის ფუნქციონირება დაკავშირებულია არასაგაკვეთილო დროსა და აქტივობებთან, ვფიქრობ, რომ ეს მოსწავლეთა ინტერესებს მეტად აღვივებს. ამიტომაც გამიჩნდა იდეა, ჩამომეყალიბებინა კლუბი და კლუბის მუშაობა დამეგეგმა ბავშვების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, რაც ნამდვილად გაზრდის მათი ჩართულობის ხარისხს.
კლუბის მთავარი მიზანი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნვა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა. სწორედ ამიტომაც მოსწავლეები წაიკითხავენ მათთვის სასურველ წიგნებს, ისაუბრებენ წაკითხულ წიგნებზე, შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ ერთმანეთს, ნახავენ ფილმებს, მოაწყობენ დისკუსიებს, შეხვედრებს, რაც ხელს შეუწყობს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებას.
კლუბის დაარსების იდეას ხელი შეუწყო იმ გარმოებამაც, რომ დარწმუნებული ვარ, ბავშვები აქ მიიღებენ უდიდეს გამოცდილებას, ამა თუ იმ წიგნის წაკითხვა მოსწავლისათვის იქცევა ერთგვარ გამოცდილებად (რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებენ) და ჩამოუყალიბდებათ ჯანსაღი ღირებულებები.
გამომდინარე იქიდან, რომ კლუბის წევრობა არ არის სავალდებულო, შესაბამისად შეხვედრებსა და ღონისძიებებში მხოლოდ დაინტერესებული მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. სწორედ ეს თავისუფალი არჩევანი გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.
15 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა კლუბი. კლუბის წევრები გაეცვნენ კლუბის შექმნის იდეასა და სამუშაო გეგმას. ერთობლივი გადაწყვეტილებით შეთანხმდნენ კლუბის მუშაობის გრაფიკზე. ისინი შეიკრიბებიან ორ კვირაში ერთხელ (საჭიროების შემთხვევაში უფრო ადრეც).
მიმდინარე წლის 1-ლ ნოემბერს, 14:30-ზე შედგა კლუბ "მწიგნობრების" მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო წაკითხული წიგნების განხილვა-პრეზენტაცია, საყვარელი პერსონაჟებისა და ავტორების გაცნობა. მონაწილეებს შეთავაზებული ჰქონდათ აქტივობა: დამსწრეებს უნდა ამოეცნოთ პრეზენტატორის მიერ დახატული ან აღწერილი პერსონაჟი. გარდა ამისა, პრეზენტატორს უნდა დაესაბუთებინა, რატომ აირჩია კონკრეტული წიგნი (ან ავტორი, პერსონაჟი) და რატომ უნდა წაიკითხოს იგივე სხვამ.
კლუბის წევრთა შეხვედრა მწერალთა კავშირის თავჯდომარესთან, პოეტ - თემურ ჩალაბაშვილთან.
სტუმრად პოეტ - ტარიელ ხარხელაურთან.
სტუმრად პოეტ - ტარიელ ხარხელაურთან.
კლუბის წევრთა შეხვედრა პოეტსა და პროზაიკოს-გივი ალხაზიშვილთან
კლუბის წევრების შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან.
კლუბის წევრთა აქტივობა - "იმედით გამოწვდილი ხელები"
კლუბის წევრთა შეხვედრა თანამედროვე ქართველ პოეტებთან
კლუბის წევრების ღონისძიება - "ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი"
კლუბის წევრებმა უყურეს ფილმს "თავისუფლების მწერლები"
No comments:
Post a Comment